"ჩემი ცხოვრება ერთი დიდი საიდუმლოა, საიდუმლო, რომელზეც ყველას გიამბობთ. ერთი შეხედვით ძალიან კარგია იყო ვარსკვლავი, მაგრამ ეს, ასე სულაც არ არის. ბევრი ტკივილი გადავიტანე, სანამ ვარსკვლავი გავხდებოდი, მაგრამ შემდეგაც წარმატებული ადამიანის ბევრად მეტი ტკივილი ვნახე. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ყოველი ჩვენგანი უშვებს შეცდომას, უშეცდომო არავინ არის. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ აღიარება და შეცდომების გამოსწორება არასდროსაა გვიან. აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე თქვენთვის მომეყოლა ჩემი დიდი შეცდომების, ჩემი ბედნიერი წუთების, წამების შესახებ, რომელთაც დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში. სათქმელად ადვილია, გასაგებად კი _ ძნელი. სწორედ ამიტომ მინდა რომ გთხოვოთ, ნუ იქნებით კრიტიკულები, უბრალოდ სწორად მიიღეთ ჩემს მიერ დაწერილი ამბები."