meniu
...
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
გამოკითხვა
თქვენი აზრით როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » Different
20:06
Different
გაგაცნობთ პერსონაჟებს რომლებიც იქნებიან პირველ თავში:
სარა სმიტი(Selena Gomez) - მთავარი პერსონაჟი, რომელსაც სხვისი ფიქრების კითხვა შეუძლია.

კიმ პეკსტონი(Taylor Swift) - სარას კლასელი და სკოლის ყველაზე "მაგარი გოგო" 

ნედ სმიტი(Tyler Jones) - სარას ძმა


ჯენიფერ სმიტი(Jennifer Hewitt)- სარას დედა


Different
სარა სმიტი ერთი ჩვეულებრივი გოგოა, არის 15 წლის და სწავლობს ნიუ-იორკში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში... არავისგან არაფრით განსხვავდება გარდა ერთისა, მას შეუძლია სხვისი ფიქრების წაკითხვა. ეს ნიჭი დაბადებიდან თან სდევს... ყველას ძალინ უკვირდა რომ სარა ყოველთვის იმას აკეთებდა რაც მის მშობლებს, ახლობლებს და მეგობრებს უნდაოდათ. ახლაც არავინ იცის რომ მას ეს ნიჭი აქვს, უფრო მეტიც მან ეს სულ ახლახან გაიგო და მისი ისტორიის მოყოლასაც სწორედ იმ დღიდან დავიწყებთ როცა მან ამ ნიჭის შესახებ შეიტყო...

- იდეა მომპარე ! - ბოლო ხმაზე ყვიროდა კიმი.

- მე არაფერი მომიპარავს, ეს ჩემი აზრი იყო! - მორცხვად ამბობდა სარა.

- მატყუარა! ვერ გიტან ! - თქვა კიმმა და წავიდა

სარამ კარგად იცოდა რომ კიმი ამ ყველაფრის გარეშეც ვერ იტანდა მას , მაგრამ ახლა კიდევ ერთი მიზეზი მიეცა სარას ლანძღვისთვის... თუმცა იმას ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასეთი დარწმუნებული თავის თავში კიმი...

ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო: კლასის კარგ მოსწავლეებს ( მათ შორის სარას და კიმს) დაავალეს საახალწლო პროექტის გაკეთება... კიმი მთელ სკოლაში „მაგარი გოგოს" სახელით სარგებლობდა, ძალიან მდიდარი და ლამაზი იყო, არც ჭკუა აკლდა და პროექტის იდეა პირველი დღიდანვე მოფიქრებული ჰქონდა... სარას კი ბოლო დღემდე ვერაფერი მოეფიქრებინა... მაგრამ უცებ ერთ დღეს როცა კიმი თავისი პროექტით ტრაბახობდა და ამბობდა რომ უკვე მზად ჰქონდა სარასაც მოუვიდა შესანიშნავი აზრი. მეორე დღეს თავისი პროექტი ყველამ დირექტორს გადასცა. დერეფანში ბევრი ბავშვი იდგა... ყველა თავის პროექტს აქებდა. უცებ დირექტორის კაბინეტის კარი გაიღო, დირექტორი გამოვიდა და თქვა : სმიტი და პეკსტონი! ორივე ჩემს კაბინეტში.

გოგონებს გაეხარდათ, ეგონათ გაიმარჯვეს მაგრამ როცა დირექტორის სახე დაინახეს ერთმანეთს გაოცებულებმა შეხედეს. დირექტორმა მათ უთხრა რომ ზუსტად ერთნაირი პროექტები ჰქონდათ. კიმი ამტკიცებდა რომ მას თავიდანვე მოფიქრებული ჰქონდა ეს ყველაფერი და სარამ ყველაფერი მისგან აიღო... რის შემდეგაც გაიმართა ზემოთ ხსენებული დიალოგი. ყველა კლასელი კიმს ამართლებდა, ამბობდნენ რომ სარა მატყუარა იყო მაგრამ მას ვერაფერი გაეგო, მას ხომ ეს იდეა თავისთავად მოუვიდა.სარა სახლში დაღონებული დაბრუნდა.

- რა გჭირს? - ჰკითხა დედამ

- არაფერი

სარა თავისი ოთახისკენ გაემართა, როცა დედის სიტყვები გაიგონა: ამ ბოლო დროს როგორ გაუხეშდა არაფერზე აღარ მელაპარაკება.

- არაფერიც არ გავუხეშდი,არ მინდა და არ ვლაპარაკობ

- რა? მე არაფერი მითქვამს...

- დედას არაფერი უთქვამს შენ გიჟი ხომ არ ხარ?- თქვა სარას ძმამ - ნედმა

- გიჟები თქვენთვითონ ხართ - თქვა სარამ და ოთახისკენ გაიქცა.
კატეგორია: Book | ნანახია: 599 | დაამატა: AnoJuBu | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 matasi  
0
DZALIAN KARGIA MAGRAM ORI KVIRA RA AMBAVIA? UFRO MALE DADE! da dzalian gTxov personajebic daamate.

2 AnoJuBu  
1
Ho... ise martali xar! kvirashi ertxel davdeb!! biggrin :D xo, tandatan personajebs davamateb kaco!! smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]