ახალი პერსონაჟი რომელიც ამ თავში გამოჩნდება: ელენ ჰიუიტი(Emma Roberts) იგივე ელი, კიმის ყველაზე ახლო მეგობარი
Different
ნუთუ მართლა გიჟი ვარ?? უკვე რამდენჯერ შევამჩნიე დედა ჩემზე, რასაც ამბობს მე რომ ვპასუხობ კი ამბობს არაფერი მითქვამსო, არადა ამბობს! - ამ ფიქრებით იყო სარა გართული როდესაც ჩაეძინა. გათენდა. სარამ ნამძინარევი სახით საათს შეხედა მაგრამ უცებ სახე მოეღუშა. დილის ცხრის ნახევარი იყო, სკოლა 9 საათზე იწყებოდა, თანაც უთხრეს ცოტა ადრე მოდიო. სარამ სასწრაფოდ დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა. სასწრაფოდ გაემზადა სასკოლოდ 15 წუთში. გზაში ბევრი მოსწავლე შეხვდა. ბევრი „ამბობდა" -ნეტავ ჩანთა რატომ არ წამოიღო? -ჩანთა სახლში დატოვა? სარამ იფიქრა - მემგონი ჩემზე ლაპარაკობენ. ჩანთა მართლა ხომ არ დამრჩა? მან უკან ხელით მოსინჯა, ჩანთა მართლაც არ ქონდა.უკვე სკოლასთან იყო. არ იცოდა რა ექნა. სახლში გამოიქცა როცა ზარიც დაირეკა. სასწრაფოდ დაავლო ჩანთას ხელი და სკოლისკენ გაიქცა. -პირველი გეოგრაფია მაქვს. აუუუ მომკლავს ეგ ქალი, ისედაც ვერ არის და ეხლა მე ჩამიტარებს ლექციებს ერთი საათი. სკოლაშიც შევიდა. მან დერეფანში თავისი კლასელი ნახა. მან უთხრა - რომ მოვიდა მეც მაშინ მივედი და კლასიდან გამომაგდო რატომ დააგვიანეო, არ გირჩევ შესვლას. სარა ძალიან დაბნეული იყო, მისი სიტყვები ვერც გაიგო და კლასის კარზე დააკაკუნა. მასწავლებელმა კარები გააღო და თვალები დააბრიალა. -შემობრძანდით მის სმიტ! სარა თავჩაღუნული შევიდა საკლასო ოთახში. - რა მაგარია! მასწავლებელმა გვითხრა პროექტების წარმომადგენლები ადრე მოდითო. ამ შტერმა კიდევ დააგვიანა. გამარჯვება მე მერგოოოო!!!- თქვა კიმმა -გაჩუმდი რააა. შენზე უკეთესი პროექტები სხვებს ქონდათ. მაინც ვერ გაიმარჯვებ - თქვა სარამ კიმი გაკვირვებული იყურებოდა,ბავშვებმა კი სიცილი ატეხეს. -გიჟია. ყვიროდნენ ყველა. უცებ კიდევ გაისმა კარებზე კაკუნის ხმა. მასწავლებელი კარების გასაღებად ისეთი სახით წავიდა თითქოს ვინმეს მოკვლას აპირებდა ეს ელენი იყო. მართალია ის მასწავლებლის ძმიშვილი იყო, მაგრამ მასწავლებელი მაინც ყვირილისთვის ემზადებოდა როდესაც ფურცელი შეაჩეჩა და კიმის გვერდზე,დასაჯდომად წავიდა.სანამ მასწავლებელი განცხადებას კითხულობდა კიმმა გვერძე მჯდომი გოგონა ააგდო და ელენიც დაჯდა. მასწავლებელმა კმაყოფილი სახით შეხედა ელენს. სარა კი იქვე იდგა და ხედავდა რაც ეწერა წერილში. ის ძალიან კარგად ცნობდა ელენის ნაწერს მაგრამ ასე ეწერა: „ქალბატონო მარია! დიდ ბოდიშს გიხდით იმისთვის რომ ელმა დააგვიანა. გუშინ ქალაქში არ ვიყავით ამიტომ ჩამოსვლა გაგვიჭირდა. ელმა გაკვეთილების სწავლაც ვერ მოახერხა რადგან დილით ჩამოვედით. იმედია აპატიებთ ჯულია ჰიუიტი " მასწავლებელმა კედლისკენ გაიშვირა ხელი და სარას უთხრა რომ მთელი გაკვეთილი იქ უნდა მდგარიყო. მან გაიგონა ელენმა კიმს როგორ უთხრა რომ სხვა წერილებიც ქონდა და სხვა მასწავლებლებსაც აჩვენებდა რადგან გაკვეთილები მართლა არ იცოდა. სარა გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო - მატყუარაა! ეს წერილი თავისი დაწერილია და არა დედამისის. იტყუება! სხვა წერილებიც აქვს! ბავშვებმა გადაიხარხარეს. სარამ ვერ გაიგო რა იყო სასაცილო. ზარიც დაირეკა. კიმი სარასთან მივიდა და სილა გააწნა. ხელის შემობრუნება სარამაც ცადა მაგრამ ელენმა გააჩერა. - ენა გააჩერე შენ არაფერი არ იცი! - თქვა ელენმა და გაიარა. სარა მთელი დასვენება მერხთან იჯდა და ფიქრობდა - მართლა გიჟი ვარ? ზარიც დაირეკა ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა. სარა კი ისევ ფეხზე იდგა. რადგან მის ადგილას,სხვა ახალი ბიჭი იჯდა. მან აღარაფერი უთხრა რადგან იცოდა რომ ისიც ისეთი იქნებოდა როგორც ყველა სხვა. მაგრამ ბიჭი ადგა და უთხრა შენს ადგილას დაჯექიო. გაუიღიმა და წავიდა. ისტორიის მასწავლებელმა მას ადგილი მიუჩინა. და გამოკითხვა დაიწყო. სარას გაახსენდა რომ გაკვეთილის სწავლა დავიწყებოდა რადგან გუშინ ჩაეძინა. -ნეტავ მე არა,ნეტავ მე არა - ფიქრობდა სარა მაგრამ უცებ მაინც მოესმა მასწავლებლის ხმა - სმიტი!
|