ეს
პერსონაჟი ცნობილია იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , მიკი მაუსის შემდეგ
ყველაზე პოპლუარული ანიმაციური გმირი , იაპონიის პოპ კულტურის ნამდვილი
სიმბოლო , დღეს უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი რომელიც დაბადებიდან 35 წელს
ითვლის. თეთრი პატარა კნუტი - Hello Kitty , რომელიც ნამდვილად
წარმატებული პროექტი აღმოჩნდა იაპონიისთვის.
სათამაშო
Hello Kitty შექმნა 1974 წელს სინტარო ცუდზიმ , რომელიც ფლობდა იაპონური
სათამაშოების ფირმას Sanrio. ერთხელ მან გადაწყვიტა მოეფიქრებინა ახალი
ანიმაციური გმირი , რომელიც მოეწონებოდა ყველას. მრავალი დახატული
ვარიანტების შემდეგ , ცუდზიმ ამოარჩია მისი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი ,
გადაწყვიტა შეექმნა თეთრი კნუტი «Hello Kitty» რომელიც გამოშვებისთანავე
პოპულარული გახდა. დღეს უკვე ბრენდად ქცეული სათამაშო მილიარდი დოლარის
შემოსავალს იძლევა წელიწადში.
რაც
შეეხება სახელს , სინტარო ცუდზი ორ სახელის არჩევანზე იყო ან «Hello
Kitty» ან «Kitty White» — საბოლოოდ შემქმნელი პირველ სახელზე შეჩერდა.
პირველი საქონელი რომელიც გაიყიდა დიდი ტირაჟით იყო ჩვეულებრივი საფულე
Kitty – ის გამოსახულებით რომელიც დიდი ტირაჟით გაიყიდა. ამას მოჰყვა ღია
მისალოცი ბარათები , სხვადასხვა წვრილმანი ნივთები რომლებიც ასევე
წარმატებით გაიყიდა.
Kitty
პოპულარობა დღითდღე იზრდებოდა , მაგრამ 80 – ანი წლების ბოლოს მისი
პოპულარობა ნელ ნელა დაეცა. მყიდველს აღარ მოსწონდა Kitty – ის ერთი და
იგივე გამოსახულება და ერთი და იგივე პოზაში ყურება , მყიდველს ეუფლებოდა
გრძნობა , რომ ისთითქოს არ იყო ცოცხალი. ამიტომ «Sanrio» – ს
დიზაინერებმა გადაწყვიტეს გაეხალისებინათ Kitty -მოაშორეს შავი კონტური ,
შემოსეს სხვადასხვა სამოსში , თათებშიც სხვადასხვა ნივთები დააჭერინეს.
ცოტა
მოგვიანებით «Sanrio» – მ მოზრდილ აუდიტორიაზეც გათვალეს Kitty
პოპულარობა. შეიქმნა Kitty -ის ოჯახი — დედა, მამა , ბებია , ბაბუა და
დაიკო მიმი , რომელსაც ბაფთა ქონდა მარჯვენა ყურზე , რათა არ შეშლოდათ
Kitty - ში. ამას დაემატა ცხოველები კნუტი Charmmy Kitty, გოჭი Shabliu
და ზაზუნა Sugar. აგრეთვე Kitty - ის მეგობარი კნუტი «Chococat».
დღესდღეობით
ოფიციალურად თუ არაოფიციალურად უამრავი რამ გამოიცემა Kitty – ის ბრენდის
ქვეშ , მაისურები , რბილი სათამაშოები , საკანცელარიო ნივთები ,
საყოფაცხოვრებო ტექნია , კომპიუტერული აქსესუარები და მრავალი სხვა.