meniu
...
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
გამოკითხვა
თქვენი აზრით როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » My LiFe AnD mE
23:34
My LiFe AnD mE
        ყველა ჩიტი ცდილობს დააღწიოს გალიას თავი...    


                   დღე მართლა ზედმეტად უაზროდ დაიწყო თუ მე მომეჩვენა ასე? აჰ, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას როცა სკოლაში დამაგვიანდა!
                   ვიდექი დირექტორის კაბინეტთან და ველოდი როდის გაიღებოდა იტალიურად შემინული შავი ხის კარი, რომლის მიღმაც ახლა უთუოდ ჩემი   ფორტუნას ბორბალი ტრიალებდა და ტრიალებდა.  ძალიან არ ვნერვიულობდი... დიდი, დიდი ორი კვირა დავეტოვებინე გაკვეთილების შემდეგ მაგრამ ამ განაჩენს ეჭვქვეშ აყენებდა ის ფაქტი რომ ეს პირველი შემთხვევა იყო (ჩემი მხრიდან) დაგვიანებისა.
                    კარი გაიღო და აი, ნანატრი განაჩენიც: "მის ალისა სმიტ თქვენ ვალდებული ხართ დარჩეთ გაკვეთილების შემდეგ მთელი 2 კვირის განმავლობაში..." (და 1 000 000 სისულელე).
                    მაგრამ თურმე სად ხარ უბედურებავ? საიდან შემოაღებ კარს ასე შეუმჩნევლად? 3 ივნისიდან ხომ შესარჩევი კონკურსი იწყება "დისნეის მოყვარულთა კლუბში"!!!!!!!!!!!!!!!!!!
                    იმ საღამოს ჯენისთან ვისხედით მე,ლილი და ჯენი და ამ საკითხზე ვმსჯელობდით:
                    – შენ, რა, ხომ არ გაგიჟდი? ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ მოდის და უნდა გამოიყენო თორემ მალე გაგიფრინდება!
                    – მერე სკოლას რა ვუყო?
                    – სკოლა? ოოოო... ამაზე არ დავფიქრებულვარ...– თავი გადახარა ჯენიმ.
                    – მერე ადექი და გააცდინე როგორმე ერთხელ დიდი ამბავი, ვინ მოგიკითხავს საერთოდ?– უცებ დააბრეხვა ლილიმ. მე და ჯენიმ მას გადავხედეთ და ერთთავად დავხვრიტეთ ჩვენი აუტანელი მზერით.
                    ბევრი ვიმსჯელეთ თუ ცოტა ასეთ გადაწყვეტილებამდე მივედით: მე უნდა მივსულიყავი დამატებითი მეცადინეობის კლასში დავრეგისთრირებულიყავი როგორც გამოცხადებული და სემდეგ გამოვპარულიყავი... გეგმა მზაკვრული იყო და ერთი შეხედვით მისი მოქმედებაში მოყვანა რთული იქნეებოდა, მაგრამ, გალიაში გამოკეტილი ჩიტი ყოველთვის პოულობს გზას... გადარჩენის გზას... და თუ ჩიტებს აქვთ ამგვარი ხრიკები, რატომ არ შეიძლება რომ მეც მქონდეს?
                    გადაწყვეტილია! მე მივდივარ კასტინგზე, ნებისმიერ ფასად!
                                        
კატეგორია: Book | ნანახია: 639 | დაამატა: matasi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 AnoJuBu  
0
happy happy love chemi geniosi!! :*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]