მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » My LiFe AnD mE
|
აჰა დადგა გადამწყვეტი დღეც! დღე რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩემი მომავალი! გაკვეთილზე აკანკალებული შევედი... ცხოვრებაში არ გამოვპარულვარ და... ამ მხრიდან თუ ვიმსჯელებთ ზედმეტად კარგი ვარ: "მუუდამ მოწესრიგებული" ასეთა ჩემი დახასიათბა. ალბათ მიხვდით რომ ამ დახასიათებით "შორს ვერ წახვალ" და სკოლაში ასეთ საჭირო "იმუნიტეტს" ანუ პოპულარობას ვერანაირად ვერ მოიპოვებ. სიმართლე თუ გაინტეერესებთ ეს დიდად არც მადარდებდა რადგან ცოტა არ იყოს მივეჩვიე იმას რომ "ვერავინ მხედავდა"... არა, არა! აშკარად ვტყუი! ძალიანაც მადარდებდა ეს ამბავი და მეტიც, კასტინგზეც იმ მიზეზით გადავწყვიტე წასვლა რომ ერთ დღეს ვიღაც შემამჩნევდა... შორს წავედი... დროა სკოლაში დავბრუნდე! :) გაკვეთილს მის ემა ტიტჩერი (თუ ტეტჩერი...) ატარებდა... სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად მუშაობდა და აშკარა იყო რომ თავს პროფესიონალად თვლიდა. იმედია არ დაგქანცავთ თუ მასზე უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ: ის არის ერთი მუდო, ცხოვრებას ჩამორჩენილი ადამიანი რომელსაც თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს... ალბათ ბევრი მიხვდა რა საშინელებაა ასეთ ადამიანთან საქმის დაჭერა. ძნელია ასეთების ატანა... რომ შევედი ისე მიყურებდა მეგონა სემჭამდა მაგრამ მიუხედავად ამისა არ გამჭირვებია გამოპარვა (უფრო სწორად გამოქცევა): ავდექი და ექიმთან გასვლა მოვითხოვე თავის ტკივლის გამო. რა უნდა ექნა ჩემს ბულდოგ მასწავლებელს? ადგა და გამიშვა. ეს ეტაპი რომ გავიარე ექიმის ჯერი დადგა. იქაც დიდი კონცერტის ცჰატარება მომიხდა... ნუ მკითხავთ რა გავაკეთე და როგორ გავაკეთე... ერთი სიტყვით გამოვიქეცი და გალაღებული გავფრინდი ჩემ ოცნებისაკენ...!
|
კატეგორია: Book |
ნანახია: 624 |
დაამატა: matasi
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|