ბევრს წერდნენ იმის შესახებ თუ როგორ შეიცვალა ცნობილი მომღერალი რიანა.
იგი ადრე სურათებში სულ სხვანაირად გამოიყურებოდა , დღეს კი შეცვლილია. რა
თქმა უნდა ეს ყველაფერი პლასტიკურ ქირურგიას მიაწერეს. ზოგი ფიქრობს, რომ
მან გაიკეთა ცხვირის ოპერაცია, რადგან ძველ სურათებში მისი ცხვირი უფრო
ფართო იყო, დღეს კი დაწვრილდა, ზოგიც ფიქრობს, რომ მისი მკერდი უფრო
მომრგვალებულია და ესეც ქირურგიის დამსახურებაა, თუმცა აი რა განაცხადა
მომღერალმა: "მე მინდა მქონდეს სრულყოფილი სხეული, თუმცა მეშინია დანის
ქვეშ დაწოლის, რადგან ის ძალიან მტკივნეულია. ვცდილობ ვიყო სრულყოფილი
როგორც შემიძლია, ვიკეთებ თმას, მაკიაჟს , თუმცა დღის ბოლოს მანინც ვიცი,
რომ გამაკრიტიკებენ ჩემი ვარცხნილობის ან წონის გამო. ისინი ყოველთვის
ეძებენ ადამიანში ნაკლს"
თხოვნა იყო რიანას პლასტიკურ ოპერაციაებზე და აი სიახლეც.