meniu
...
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
გამოკითხვა
თქვენი აზრით როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 15
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ივნისი » 8 » რჩევები მათთვის ვისაც დიეტის დაცვა არ შეუძლია!
10:15
რჩევები მათთვის ვისაც დიეტის დაცვა არ შეუძლია!
100 გრამი უცხიმო ყველი 
200 გრამი უმარილო მოხარშული ხორცი
უშაქრო ჩაი ან ყავა...
გეცნობათ ხომ?
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ისევ დაიწყო დიეტების ბუმი, თუმცა ბევრს უჭირს დიეტის დაცვა და თუ ახერხებს, დასასრულის შემდეგ მერე ორმაგი მადით მიირთმევს ყველაფერს, რაც საბოლოოდ არ იძლევა სასურველ შედეგს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ იდეალური დიეტა არ არსებობს, რადგან ის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ინიშნება (უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა,შ), რაც მოგეხსენებათ ყველას განსხავებული აქვს. 
ამიტომ ბევრი რომ არ იწვალოთ, ისევ ჯობია სწორად კვება ვისწავლოთ. სწორად კვება არაა მხოლოდ მოხარშული უმარილო ხორცი და ბოსტნეული, (მისი ჭამა არც თუ ისე სასიამოვნოა) იგი გულისხმობს სწორ დროს საკვების ზომიერი ულუფის მიღებას.
ასე რომ თუ წონაში დაკლება გინდათ უნდა მოერიდოთ ღამით ჭამას და მით უმეტეს ძილის წინ, რადგან ამ დროს ორგანიზმი მოდუნებულია და სწრაფად ვერ გადაამუშავებს საკვებს.
სასურველია 6-7 საათის მერე აღარ ჭამოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე ორი დღის სამყოფი მიირთვათ. ასევე სასურველია თუ გარკვეულ პროდუქტებს შეზღუდავთ თქვენს რაციონში, მაგალითად პურსა და ხორცს. ზოგისთვის ძალიან რთულია პურზე უარის თქმა, ამიტომ შეეცადეთ შეამციროთ მაინც და ყოველდღე მხოლოდ 1-2 ნაჭერს დაჯერდეთ. არავითარი ჩიფსები, ფასტ-ფუდი და გაზიანი სასმელები თუ წონაში დაკლება მართლა გინდათ.
კვირაში ერთხელ შეგიძლიათ ე.წ. "განტვირთვის დღე" მოაწყოთ, თუ მთელი დღე გამოხდილი წყლის სმა არ შეგიძლიათ იგი ანანასის ან რომელიმე ნატურალური წვენით ჩაანაცვლოთ.
ამ რჩევების გათვალისწინებით 2-3 კვირაში საგრძნობლად შემსუბუქდებით (დაახლოებით 3 კგ), ეს არაა რადიკალური გზა წონის დასაკლებად, ამიტომ ყოველდღე სარკეში ჩახედვით შედეგს ნამდვილად ვერ დაინახავთ. რაც შეეხება წონის სწრაფად დაკლებას, იგი ჯანმრთელობისთვის საზინოა და თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ.

წონის დაკლების თქვენი მეთოდები შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში.
მათ კი ვისაც წონის პრობლემა არ აქვს "ცხენივით ჭამს და არ სუქდება" (ეს ფრაზა რატომღაც ძალიან ხშირად მესმის და უკვე მაღიზიანებს კიდეც) შეუძლიათ კომენტარის დაწერისგან თავი შეიკავონ.


კატეგორია: რჩევები | ნანახია: 598 | დაამატა: AnoJuBu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]