meniu
...
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
გამოკითხვა
რამდენი წლის ხარ?
სულ პასუხი: 18
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2011 » ივნისი » 23 » რიანა: "მე უბრალო გოგო ვარ!"
00:20
რიანა: "მე უბრალო გოგო ვარ!"
ეს ახალგაზრდა ბარბადოსელი ლამაზმანი თითქოს არასდროს იღლება, ახალი ჰიტების ჩაწერასაც ასწრებს, შემოქმედებით იდეებს ასხივებს, პირადად პასუხობს ინტერნეტში თავის თაყვანისმცემელთა წერილებს, კონცერტებზე გამოდის... ივნისის ბოლოს მისი დიდი მსოფლიო ტურნე იწყება, რომელიც მხოლოდ საშობაოდ დამთავრდება. რასაკვირველია, ტურნეს განმავლობაში შესრულდება მისი ახალი ჰიტი Man Down, რომელიც ძალადობისა და სექსუალური სცენების გამო რამდენიმე ტელევიზიამ აკრძალა.

რიანა: "მე უბრალო გოგო ვარ!"


- თქვენმა ერთმა თაყვანისმცემელმა ცოტა ხნის წინ გირჩიათ, გამიჯნურდეთ, რადგან სიყვარული დასვენებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ. თქვენ კი მას უპასუხეთ: "სიყვარულის პოვნა გაცილებით რთულია, ვიდრე უძილობის დამარცხება"...
- ყოველთვის გულწრფელი ურთიერთობა მაქვს თაყვანისმცემლებთან და ხშირად იმას ვამბობ, რაც თავში მომდის. უფრო მეტიც, მათ იციან, რომ ინტერნეტში მათთან მართლა მე ვლაპარაკობ და არა ჩემი პრესსამსახურის თანამშრომლები. რა თქმა უნდა, ეს რთულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს უნიკალურ საშუალებას მაძლევს ყველაფრის კურსში ვიყო, რაც აინტერესებთ მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს. ვიცი, რაზე გიჟდებიან ამერიკელი 20 წლის ახალგაზრდები, ვიცი "ქუჩური სტილის" ბოლო მოდური ტენდენციები, თბილი ურთიერთობები მაქვს ევროპელ ახალგაზრდებთან, მყავს მეგობრები ნაირობიდან და ლიმადან და ა.შ.

- თქვენ გააკეთეთ რემიქსი თქვენი სიმღერისა S&M ბრიტნი სპირსთან და მას დიდი წარმატება ხვდა წილად, ჰიტაღლუმების სათავეშია. ეს იდეა ფანებმა მოგაწოდეს, ასე არ არის? ხშირად იზიარებთ მათ რჩევებს?
- ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი თუნდაც იმიტომ, რომ ერთნაირი სიდიდის ვარსკვლავები ერთმანეთთან თანამშრომლობაზე დიდი ენთუზიაზმით არ მოდიან ხოლმე. როცა ეს იდეა გაჩნდა, არ ვიყავი დარწმუნებული წარმატებაში, მაგრამ ფანებმა გამამხნევეს. ბრიტნი ჩემთვის მითი და კერპია, როგორც ბევრისთვის.

- როგორია რიანა ფენტი მუსიკის სამყაროში?
- "ნოტინგ ჰილიდან" ჯულია რობერტსის გმირის სიტყვებით გიპასუხებთ: "მე უბრალო გოგო ვარ". ჩემდათავად დავამატებ: მიყვარს შოპინგი, ტელევიზორის წინ კოტრიალი, მიყვარს კერძების მომზადება, განსაკუთრებით ჩემი ეროვნული სამზარეულოსი.

- კიდევ რა შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენ შესახებ?
- როცა პატარა ვიყავი, ძალიან მიყ­ვარდა ბებიასთან ყოფნა, კარიბის კუნძულებზე, ბებია კი რკინის ქილებს აგროვებდა. მიყვარდა ამ ფერად-ფერადი ქილებით თამაში და ამ მომენტების გახსენება ახლაც მსიამოვნებს. მე და ბებია ძალიან ახლოს ვიყავით, მან ჩემზე ყველაფერი იცის. საერთოდ, ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: ჟურნალი ”რეიტინგი”
კატეგორია: სელებრითები | ნანახია: 583 | დაამატა: mari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]