ზაფხული: ენერგიული , ვნებიანი , სიცოცხლის
სურვილით სავსე, როგორიც არის ადამიანი როცა ახალგაზრდაა და წინ მთელი
სიცოცხლე აქვს.უკვე დადგა თითქმის ყველა გოგონასთვის საოცნებო ზაფხული, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით... უკვე აღარ გვიწევს ისეთი მოსაბეზრებელი რაღაცეები, როგორიცაა სკოლა, მეცადინეობა დილით ადრე ადგომა და ასე შემდეგ..
ივნისის ბოლოდან ჩვენი ცხოვრება თუ ცხოვრების რაღაც ნაწილი აღარ
არის ისეთი ერთფეროვანი.მე ზაფხულში ვისვენებ ჩემ დაქალებთან ერთად ბათუმში.აქ უამრავი გასართობია,მაგრამ ყველაზე კარგი ღამე კლუბებში სიარულია.დილით კი ზღვა,გართობა და ცურაობა.ამ ზაფხულს დასვენებას ვაპირებ ცოტა სხვანაირად ანუ ზღვაზე არ წავალ.მე მიყვარს ზაფხული უზომოდ, იმიტომ რომ ვერთობი უმაგრესად.როდესაც თბილისში მოვდივართ დავდივართ საყიდლებზე,კინოში და რიყეზე.ასაკთან ერთად დასვენების ფორმებიც იცვლება!